დავით საყვარელიძის რუსული ნარატივი
რუსეთ - უკრაინის ომზე განცხადებები , თუ ვის აწყობს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება კვლავ განხილვის თემაა. დავით საყვარელიძის შეფასებას არ იზიარებენ ოპოზიციაში მათ შორის ნაციონალურ მოძრაობაში . აცხადებენ, რომ ვიდრე ქვეყანა საომარ პირობებშია პოლიტიკოსებმა მაქსიმალურად თავი უნდა შეიკაონ მსგავსი შინაარსის განცხადებებებისგან . „ ზოგიერთი ქვეყანა , თუნდაც ამერიკა არ ჩქარობს, რომ ომი დამთავრდეს , ორ კვირაშ ან ერთ თვეში „ -ეს დავით საყვარელიძის სიტყვებია , მსგავისი შინაარისი განცხადება გააკეთა რუსეთის თავდაცვის მინისტრმაც, ვციტირებ „ შეერთებული შტატები დასავლეთის მიერ კონტროლირებად ქვეყნებთან ერთად ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გააჭიანურონ სპეციალური სამხედრო ოპერაცია „ _ აცხადებს სერგეი შოიგუ.
