წყნეთში, ამილახვრის ქუჩის მიმდებარედ სპორტული მოედნის რეაბილიტაცია გრძელდება
წყნეთში, ამილახვრის ქუჩის მიმდებარედ სპორტული მოედნის რეაბილიტაცია გრძელდება. სამუშაოებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე, ვაკის რაიონის გამგებელთან ერთად გაეცნო. პროექტის თანახმად, თანამედროვე სტანდარტების ფეხბურთის მოედანი 1000 - ი კვ. მეტრის ფართობზე გაკეთდება, გარშემო მოეწყობა გულშემატკივართა ტრიბუნა, დამონტაჟდება გარე განათება. სპორტული მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 281 - ი 000 ლარს შეადგენს.
