სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ეტაპობრივად 250 პატიმარი დატოვებს
სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ეტაპობრივად 250 - მდე პატიმარი დატოვებს. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც პარლამენტის მიერ მიღებული „ამნისტიის შესახებ“ კანონი შეეხოთ. ვადაზე ადრე გათავისუფლებულ პატიმრებს, გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან დღეს დილით დეპუტატები დახვდნენ. შეგახსნებთ, 12 აპრილს მიღებული კანონის მიხედვით, ყველა ადამიანს, რომლებიც 2020 წლის 5 მარტიდან, 2020 წლის 25 მაისამდე, ასევე 2020 წლის 28 ნოემბრიდან, 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში პატიმრობაში, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სტატუსით იმყოფებოდნენ, სასჯელის ვადა შეუმცირდათ.
