ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოშია
ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოშია. ჯეიმის აპატურაის სამუშაო დღის წესრიგი პარლამენტში მისვლით დაიწყო. უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებთან დაკავშირებით ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. მთავარი თემა კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხესთან ბრძოლის სფეროში ნატო-საქართველოს თანამშრომლობაა. როგორც პარლამენტში აცხადებენ, ჯეიმს აპატურაის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნატო საქართველოსთან თანამშრომლობას აღრმავებს.
