პრემიერის შეხვედრა აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარესთან
პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და რეგიონის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე. საუბარი ასევე შეეხო „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიას“.
