შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. საჰიბა გაფაროვამ პირველი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართა. ერთობლივი ბრიფინგის დროს, მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. საქართველოსა და აზერბაიჯანს 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობა აკავშირებს. საჰიბა გაფაროვასა და დელეგაციის წევრებს აეროპორტში ვიცე-სპიკერი, აზერბაიჯანის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე დახვდა.
