ოკუპანტებმა მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხანა დაბომბეს
ოკუპანტებმა მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხანა დაბომბეს. დარტყმები განხორციელდა საცხოვრებელ კორპუსებზეც. ომის მეორე ფაზის დაწყება ოფიციალურად გამოცხადდა. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ოკუპანტებმა ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზების შემდეგ, აქტიური იერიში დაიწყეს. მძიმე ბრძოლებია ლუგანსკის, დონეცკის, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში.
