ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ბელგიიდან ცნობილ ბლოგერებს, ჟურნალისტებსა და ღვინის ექსპერტებს უმასპინძლა
ღვინის ტურის ფარგლებში საქართველოს ბელგიიდან 17 კაციანი ჯგუფი ეწვია. ტურის დასრულების შემდეგ ბელგიელი ჟურნალისტები და ბლოგერები ქართული ღვინისა და კერძების შესახებ სოციალურ ქსელებში ფოტო და ვიდეო ბლოგებს, ხოლო ბელგიურ და ნიდერლანდურ ჟურნალებში სტატიებს განათავსებენ.