რუსული აგრესიის 55-ე დღე
ომის მეორე ფაზა დაიწყო. თითქმის ყველა რეგიონში განგაშია გამოცხადებული. ოკუპანტების მთავარი სამიზნე, დონბასია. შეტევები იყო ხარკოვის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში. ბრძოლა გრძელდება მარიუპოლშიც, ქალაქი ამ დრომდე ალყაშია. კიევი, დასავლეთს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობაზე ისევ მიუთითებს.
