რუსული აგრესიის 54-ე დღე უკრაინაში
ხარკოვი და მარიუპოლი - უკრაინის ორი ქალაქი, სადაც ვითარება განსაკუთრებით რთულია. ინტენსიური ბრძოლები და საჰაერო იერიშები. სწორედ ეს არის ახლა ხარკოვისა და მარიუპოლის ყოველდღიურობა. ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ლვოვზეც. შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა. უკრაინელები დანებებას არ აპირებენ. ყოველდღიურად ვრცელდება აფეთქებული რუსული ჯავშანტექნიკის ვიდეო თუ ფოტომასალა. ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ერთ-ერთ სოფელში კი უკრაინელმა სამხედროებმა ქიმიური ნივთიერება, ზარინი აღმოაჩინეს. პარალელურად მოსკოვი 9-ა მაისის აღლუმისთვის ემზადება
