დღეიდან მეტეხის ხიდის რეაბიტაცია დაიწყო
დღეიდან მეტეხის ხიდის რეაბიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში სრულად მოწესრიგდება ხიდის საძირკველი, განახლდება განათების სისტემა და საფეხმავლო გზა. სამუშაოებს პირადად თბილისის მერი ადგილზე გაეცნო. აღინიშნა, რომ ისტორიულ ზონაში მდებარე მეტეხის ხიდი, რეაბილიტაციის შემდეგ სრულად შეინარჩუნებს ძველ იერსახეს.
