7 ადამიანი ემსხვერპლა ქალაქ ლვოვში რუსეთის არმიის სარაკეტო იერიშს
7 ადამიანი ემსხვერპლა ქალაქ ლვოვში რუსეთის არმიის სარაკეტო იერიშს, დაშავებულთა რიცხვი კი 11-მდე გაიზარდა. ოკუპანტებმა ლვოვში სამხედრო ინფრასტრუქტურას 5 ფრთოსანი რაკეტა ესროლეს. ომის 54-ე დღეს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე განგაშის სიგნალები ისმოდა, მათ შორის კიევის ოლქში. მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა ხარკოვი, ყველაზე რთული ვითარება კი ლუგანსკის ოლქშია. დონბასში ოკუპანტები ფართომასშტაბიან შეტევაზე გადავიდნენ. სარაკეტო იერიშის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკი.
