მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ პირველი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება გაიზრდება
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ პირველი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება გაიზრდება. უკვე არსებობს ბიუჯეტი, რომელიც 341მილიონ ლარს შეადგენს. სოციალურად დაუცველი მცირეწლოვნების თვიური დახმარება 150 ლარით განისაზღვრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დახმარების ეს პროგრამა ყოველწლიურად გაგრძელდება.
