პოლიციის ქალაქის პარალელურად სპეციალური ოპერაციების ძალების თანამედროვე ბაზა და კადეტთა ლიცეუმი აშენდება
პოლიციის ქალაქის პარალელურად სპეციალური ოპერაციების ძალების თანამედროვე ბაზა და კადეტთა ლიცეუმი აშენდება. საუბარია , ე.წ მუხროვანის ბაზაზე, სადაც მასშტაბური სამუშაოები წელსვე დაიწყება. კადეტთა ლიცეუმის მშენებლობა კი კრწანისში დაიწყება. როგორც პრემიერმა აღნიშნა ეს იქნება ახალგაზრდების სამხედრო, პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის საგანმანათლებლო ცენტრი.
