ექვსი დაღუპული და 8 დაშავებული - რუსულმა ავიაციამ იერიში უკრაინის დასავლეთით, ქალაქ ლვოვზე მიიტანა
ექვსი დაღუპული და 8 დაშავებული - რუსულმა ავიაციამ იერიში უკრაინის დასავლეთით, ქალაქ ლვოვზე მიიტანა. ომის 54 - ე დღეს განგაშის სიგნალი უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში ისმის. ყველაზე რთული ვითარება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებშია. ლუგანსკის ოლქში უსაფრთხო ადგილი აღარსად დარჩა. კრემენაიას დასახლებაში კი რუსული არმია შევიდა. ოკუპანტების სამიზნედ ისევ რჩება ქალაქი ხარკოვი. ფართომასშტაბიან იერიშს ელოდება მარიუპოლი. ალყაშემორტყმული ქალაქის მცველებმა მოსკოვს დანებებაზე უარი უთხრეს.
