კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიის წარმომადგენლებისა და სტუდენტებისთვის სერტიფიცირებული სემინარი ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიის წარმომადგენლებისა და სტუდენტებისთვის სერტიფიცირებული სემინარი ჩაატარა. „როგორ გადმოვცეთ სატელევიზიო ამბავი საინტერესოდ“, ამ თემაზე ინტერაქტიური ტრენინგის ფარგლებში, მსმენელებს გამოცდილება რეპორტიორმა და ტელეწამყვანმა მარიკა ბაკურაძემ გაუზიარა. სემინარი, თეორიულის გარდა, პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავდა.
