საქართველოს სარაგბო კლუბი „შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში გავიდა
საქართველოს სარაგბო კლუბი „შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში გავიდა. ქართველმა მორაგბეებმა ავჭალის სტადიონზე გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში ესპანეთის „იბერიანსი“ 43-40 დაამარცხეს. მასპინძლების შემადგენლობაში მეტოქის ჩათვლის მოედანი ორჯერ აიღო შალვა მამუკაშვილმა. თითო ლელო კი ნიკო აფციაურის, მერაბ შარიქაძის, ლაშა ხმალაძისა და ლაშა ლომიძის ანგარიშზეა. ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა 8 მაისს ლისაბონში გაიმართება, სადაც „შავი ლომი“ პორტუგალიის „ლუზიტანოსს“ შეხვდება.
