ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, ვაზისუბანში 92-ე საფეხბურთო სკოლას ესტუმრა
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, ვაზისუბანში 92-ე საფეხბურთო სკოლას ესტუმრა. სკოლის ტერიტორიაზე ფედერაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით ევროპული სტანდარტის, საფეხბურთო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის დეტალები სტუმრებს საფეხბურთო სკოლა „ვაზისუბნის“ დირექტორმა გააცნო. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია ორი ხელოვნურ სფარიანი მოედნის მშენებლობა, მაისის თვეში კი ბუნებრივ საფარიანი სტადიონის მშენებლობა იგეგმება. ამ ეტაპზე საფეხბურთო სკოლა „ვაზისუბანში“ 120-ზე მეტი ბავშვი ირიცხება.
