ახალი დასასვენებელი სივრცე თბილისში
თბილისს ახალი სპორტული და მოსასვენებელი სივრცე შეემატა. კედიას ქუჩაზე მოეწყო ფეხბურთის და კალათბურთის ხელოვნურ საფარიანი მოედნები. ასევე, გასართობი სივრცე პატარებისთვის და დასასვენებელი პარკი. დამონტაჟდა გარე განათება. დასრულებული სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა.
