ქართული ენის კურსი უკრაინელებისთვის
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეებს სპეციალურად მათზე მორგებულ ქართული ენის სასწავლო პროგრამას სთავაზობს. ქართული ენის მოკლე კურსი საქართველოში მყოფ უკრაინელებს შესაძლებლობას აძლევს, მოკლე დროში შეისწავლონ ქართული ენა, რაც მათ ახალ გარემოსთან ადაპტაციასა და ადგილობრივებთან ინტეგრაციის პროცესში დაეხმარება. პროგრამის პრეზენტაციასა და უკრაინის მოქალაქეებისთვის ჩატარებულ ქართული ენის პირველ გაკვეთილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
