შალვა პაპუაშვილის ვიზიტი უკრაინაში
კიევი, ბუჩა ირპენი. ქართველი დეპუტატების ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით სწორედ ამ მარშრუტით წარიმართა. პირველი შეხვედრა გაიმართა რადაში, სადაც ქართველ კანონმდებლებს რუსლან სტეპანჩუკმა უკრაინელ დეპუტატებთან ერთად უმასპინძლა. რადას თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს სოლიდარობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარეს კი ამ ვიზიტისთვის. შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა, ქვეყნის, რომლისთვისაც უცხო არ არის რუსული აგრესია და ოკუპაცია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ამ ვიზიტმა აქამდე არსებული ყველა უხერხულობა დღის წესრიგიდან მოხსნა. ამის შემდეგ დეპუტატები რუსების მიერ განადგურებულ ბუჩასა და ირპენში გაემგზავრნენ.
