ოკუპანტები უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას ისევ ბომბავენ
ოკუპანტები უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას ისევ ბომბავენ. მათი სამიზნე თითქმის ყოველ დღიურად ხდება ხარკოვის, დონეცკისა და ლუგანსკის დასახლებული რაიონები. პარალელურად, რუსეთი ძალების მობილიზებას სამხრეთ აღმოსავლეთის მიმართულებით ახდენს. დასავლეთი მძიმე ბრძოლების მოლოდინში მყოფ უკრაინას სამხედრო მხარდაჭერას უზრდის, რუსეთზე კი ეკონომიკურ ზეწოლას აძლიერებს.
