შალვა პაპუაშვილი რუსლან სტეპანჩუკს შეხვდა
კიევი, ბუჩა ირპენი - ქართველი დეპუტატების ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით სწორედ ამ მარშრუტით წარიმართა. პირველი შეხვედრა გაიმართა რადაში, სადაც ქართველ კანონმდებლებს რუსლან სტეპანჩუკმა უკრაინელ დეპუტატებთან ერთად უმასპინძლა. რადას თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს სოლიდარობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარეს კი ამ ვიზიტისთვის. მანვე აღნიშნა, რომ საუბარი იყო აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობაზე, უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციულ მომავალსა და ასევე, საქართველოს შესაძლო დახმარებაზე უკრაინის აღდგენის პროცესში. თავის მხრივ შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა, ქვეყნის, რომლისთვისაც უცხო არ არის რუსული აგრესია და ოკუპაცია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ამ ვიზიტმა აქამდე არსებული ყველა უხერხულობა დღის წესრიგიდან მოხსნა. ამის შემდეგ დეპუტატები რუსების მიერ განადგურებულ ბუჩასა და ირპენში გაემგზავრნენ. მაკა აბულაძე უფრო დეტალურად გვაიმბობს ახლა ამ ვიზიტის შესახებ. მაკა, დასრულდა თუ არა ვიზიტი?
