გურამ კაშია და ჯაბა კანკავა სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ
გურამ კაშია და ჯაბა კანკავა სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ. ბრატისლავის სლოვანმა 28-ე ტურში სტუმრად „რუჟემ ბეროკთან“ უგოლო ფრე ითამაშა, რითაც საჩემპიონო ქულათა რაოდენობას, „ფორტუნა ლიგის“ დამთავრებამდე ოთხი ტურით ადრე მიაღწია. აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა მოედანზე 90-თ 90-ი წუთი გაატარეს. გურამ კაშია და ჯაბა კანკავა სლოვანს გასულ ზაფხულს ერთდროულად შეუერთდნენ. კაშიამ ამ დროისთვის ყველა ტურნირზე 36-ი მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო კანკავამ 39-ტ თამაშში თავი ერთი გოლით და ორი საგოლე პასით გამოიჩინა.
