კაპიტანის ვარჯიში
დღეს, რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარ ფინალური მატჩის წინ, „შავმა ლომმა“ კაპიტნის ვარჯიში, ავჭალის სარაგბო ბაზაზე გამართა. ერთ მატჩიან ნახევარ ფინალში აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული ‘შავი ლომი’ დასავლეთ კონფერენციის მეორე ადგილოსან ესპანურ ‘იბერიანზს’ დაუპირისპირდება. მატჩი ხვალ, 17-ტ აპრილს, 18-ტ საათზე, ავჭალის სარაგბო ბაზაზე გაიმართება. კოვიდ რეგულაციების მოხსნის შემდეგ, მატჩზე მაყურებლის დასწრება სრულადაა დაშვებული.
