დავით მენაბდიშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით მენაბდიშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს. დავით მენაბდიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთავის სიონის ტაძარში გაიმართა. ქართველი მებრძოლი დავით მენაბდიშვილი 9 აპრილს უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მახლობლად შეტაკების დროს ქართველ მებრძოლთან, ნიკა შანავასთან ერთად დაიღუპა. დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა სამშობლოში 15-ტ აპრილს ჩამოასვენეს. ნიკა შანავას საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით ხვალ დაკრძალავენ.უკრაინაში ამ დრომდე ექვსი ქართველი მებრძოლია დაღუპული.
