„თბილსერვის ჯგუფმა“ კრწანისის ხევში დასუფთავების მასშტაბური ღონისძიება დაიწყო
„თბილსერვის ჯგუფმა“ კრწანისის ხევში დასუფთავების მასშტაბური ღონისძიება დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, პრევენციის მიზნით, ხევი გაიწმინდება ფერდობებიდან ჩამოშლილი მიწისა და ქვა ღორღისგან. დასუფთავების ღონისძიება ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სამუშაოები თბილისის მერის დავალებით ხორციელდება.
