ახმეტის ცენტრში მიმდინარე სამუშაოები
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის 63-მ მუნიციპალიტეტში ახორციელებს. ახმეტაში დასრულების ფაზაშია ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიისა და მდინარე ორვილას ხიდის ურბანული განახლების სამუშაოები, რეაბილიტირდება 8 შენობა და 3 პარკი, რომელთა ჯამური ღირებულება 5 მილიონი ლარია. ახმეტის ცენტრში მიმდინარე სამუშაოები დღეს პრემიერ მინისტრმა ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად დაათვალიერა. პრემიერმა ახმეტაში შინ მოუსვლელთა სკვერისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი მოინახულა.
