სოფელ მატანის ცენტრში მდებარე კულტურის სახლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
სოფელ მატანის ცენტრში მდებარე კულტურის სახლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. მიმდინარე სამუშაოები დღეს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად დაათვალიერა. წლების განმავლობაში უფუნქციოდ მიტოვებული შენობის სრული რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ შენობა გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. მთავრობის მეთაურის თქმით, კულტურის სახლის აღდგენა სოფლის მოსახლეობის თხოვნით დაიგეგმა და ის სულ მალე მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან ცენტრად იქცევა. კულტურის სახლში განთავსდება სოფლის ბიბლიოთეკა, ფუნქციონირებას დაიწყებს სხვადასხვა შემეცნებითი, სამუსიკო თუ ქორეოგრაფიული წრეები და დაახლოებით 35-ი ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება. დღესვე, პრემიერ მინისტრი სოფელ მატანში ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი საჭიროებები მოისმინა.
