საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან ერთად, კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა თბილისიდან კახეთის მიმართულებით მგზავრობის დროს გაანახევრებს
საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან ერთად, კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა თბილისიდან კახეთის მიმართულებით მგზავრობის დროს გაანახევრებს. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისი საგარეჯოს ავტობანზე განაცხადა, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად 35-ტ კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის 10-თ წლიანი გეგმის მიხედვით, კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას ორი მილიარდი ლარი მოხმარდება, საიდანაც ერთი მილიარდი ლარის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. საერთაშორისო მნიშვნელობის ჩქაროსნულ მაგისტრალს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აშენებს. მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა.
