ნაციონალური მოძრაობა უკრაინის დედაქალაქში მარტო ჩავიდა
ნაციონალური მოძრაობა უკრაინის დედაქალაქში მარტო ჩავიდა. მასთან ერთად იმყოფება ექს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელდა. მასზე პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია საკუთარი პარტიის წევრებსა და ექს პრეზიდენთან ერთად არის გადაღებილი. ამ ფოტოს თანახმად უკრაინაში იმყოფება ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია. ქრონიკის ინფორმაციით სწორედ კობა ნაყოფიას ფინანსებით დაიგეგმა და მოხერხდა მარგველაშვილისა სპონტანური წასვლაც. როგორც იცით საპარლამენტო პარტიებიდან პარლამენტის თავმჯდომარის იფიციალურ ვიზიტში მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა არ მონაწიოლებს. პარტიამ სამძიმრის სათქმელად უკრაინაში ამ ფორმით ჩასვლაზე თავად თქვა უარი და როგორც ჩანს ინდივიდუალური ჩასვლა დაგეგმა. როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია მთავართან განაცხადა, ამით სურდათ ეჩვენებინათ უკრაინელი ხალხისთვის, რომ პრეზიდენტები მათ გვერდით დგანან.
