„იმედის კვირას“ „წლის ლიდერის“ ნომინაცია მიენიჭა
ირაკლი ჩიხლაძის საავტორო გადაცემა "იმედის კვირა" წლის ლიდერია. საკვირაო ანალიტიკური გადაცემა, რომელსაც მაყურებელი ყველაზე მეტად ენდობა. ყველაზე რეიტინგული არხის, ტელე იმედის საკვირაო ანალიტიკურ გადაცემას ჯილდო შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონიაზე გადაეცა. მეათე, საიუბილეო ღონისძიებაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო ოცზე მეტ ქართულ კომპანიას გადასცეს. ღონისძიებაზე დააჯილდოვეს წარმატებული ადამიანებიც. ნომინაცია ადამიანი ისტორია მსახიობ ნანა ფაჩუაშვილს გადაეცა. ასევე უკრაინაში გაწეული წვლილისთვის ჯილდო გადაეცა ასევე წითელი ჯვრის საქართველოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ნათია ლოლაძეს. ბიზნეს რეიტინგების კავშირი 2003 წელს დაარსდა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რვა ქვეყანას აერთიანებს.