საქველმოქმედო ღონისძიება
ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებით უკრაინის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. ადგილზე ნახატები და უკრაინის დროშები იყო გამოფენილი. ასოციაციის სახელით უკრაინაში პირველ ეტაპზე 125-ი ათასი ლარი გადაირიცხება. ითქვა, რომ ამერიკის სავაჭრო პალატა უკრაინელების დახმარებას კვლავ გააგძელებს. ღონისძიებას ამერიკის ელჩი საქართველოში და უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვიც ესწრებოდნენ.
