დარჩიაშვილი კულებას სატელეფონო საუბარი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარს ტვიტერზე ეხმაურება. მინისტრი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინელ კოლეგასთან. ვციტირებ: კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი საქართველო უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას. კიდევ ერთხელ გამოვუცხადე მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ამ ძალიან რთულ დროს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ერებს შორის მეგობრობის გასაძლიერებლად“. წერს დარჩიაშვილი.
