ლევან დავითაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, ციფრული ტრანსფორმაციის, კავშირგაბმულობის, ინვესტიციებისა და სხვა სექტორების მიმართულებით.
