დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება
დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება - ამ ბრალდებით ანტიკორუფციულმა სააგენტომ გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი დააპატიმრა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა სამსახურის კუთვნილი 144 ათასამდე ლარი ინტერნეტ ტოტალიზატორებში დახარჯა. არ არის გამორიცხული, გაფლანგული თანხის ოდენობა კიდევ მეტი აღმოჩნდეს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
