დასავლეთი უკრაინის, სამხედრო ტექნიკითა და მასალით მომარაგებას განაგრძობს
დასავლეთი უკრაინის, სამხედრო ტექნიკითა და მასალით მომარაგებას განაგრძობს. გერმანია და ჩეხეთი კიევს მძიმე შეირაღების მორიგ პარტიას გადასცემენ. მარიუპოლში კი ისევ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. პარალელურად, ოკუპანტები მშვიდობიან მოსახლეობას ისევ ბომბავენ. ხარკოვში რუსულ საჰაერო თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინულბმა საპასუხოდ კი „მოსკოვი“ ჩაძირეს. ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა „ნეპტუნი“ მიზანს მოხვდა. რუსებმა შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი დაკარგეს.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
