83 ხმით პარლამენტმა ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებს მხარი დაუჭირა
83 ხმით პარლამენტმა ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებს მხარი დაუჭირა. ცვლილების მიხედვით ბავშვებს, რომელთაც ექვსი წლის ასაკი პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, სკოლაში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნებათ. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ცვლილების მიზეზი მშობლების მიმართვიანობა გახდა. პროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო.
