პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ტექნიკური შესვენების დროს, დეპუტატებს შორის შელაპარაკება მოხდა
პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ტექნიკური შესვენების დროს, დეპუტატებს შორის შელაპარაკება მოხდა. ერთმანეთს სიტყვიერად მიხეილ ყაველაშვილი და ხატია დეკანოიძე დაუპირისპირდნენ. მიხეილ ყაველაშვილი დაინტერესდა, რატომ არ მიდიოდა “ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად. ყაველაშვილმა დეკანოიძეს უკრაინული ტელეარხისთვის მიცემული ინტერვიუც გაახსენა, სადაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაში დაადანაშაულა.
