საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში
ყველა პოლიტიკური პარტია მინუს ნაციონალური მოძრაობა და ევროპელი სოციალისტები- ასეთია იმ დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში მიემგზავრება. დელეგაციას შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. ცნობილია დელეგაციის შემადგენლობა, მმართველი გუნდიდან არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია, ოპოზიციიდან კი ლევან იოსელიანი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ხათუნა სამნიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი და ანა ნაცვლიშვილი იქნებიან.
