შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოდანაშაულისთვის შვიდი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოდანაშაულისთვის შვიდი ადამიანი დააკავა, მათ შორის ოთხი ნარკორეალიზატორია. გამოძიებით დაადგინდა, რომ დაკავებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებები საკონტროლოდ რამდენჯერმე შეისყიდეს. ამოღებულია 59 შეკვრა ჰეროინი, ასევე „ჰეროინის“ შემცველი ხუთას გრამამდე ნარკოტიკული საშუალება, ნახევარ კილოზე მეტი მარიხუანა, რვა საბრძოლო ვაზნა, ნარკოტიკული საშუალება ალფა პვპ, ერთი შეკვრა მეტადონი. გარდა ამისა, ამოღებულია თაანხა, 1800 დოლარი და 1700 ლარი.
