გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი დაკავებულია
გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი დაკავებულია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დაადგინა, რომ დაკავებული, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატურად რიცხავდა სხვადასხვა დანიშნულებით ორ ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე, ხოლო შემდგომ ინტერნეტტოტალიზატორებში იყენებდა. ამ ეტაპზე თანხამ 143 ათას 985 ლარი შეადგინა, თუმცა საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს და შესაძლოა მითვისებული თანხის ოდენობა კიდევ უფრო დიდი აღმოჩნდეს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
