საგარეო საქმეთა მინისტრი ჩეხეთშია
საგარეო საქმეთა მინისტრი ჩეხეთშია. ილია დარჩიაშვილი ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ევროკავშირში ჩეხეთის თავმჯდომარეობა, საქართველოს მიერ წევრობის განაცხადი და კითხვარის შევსება, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ჩეხეთის მხარდაჭერა იყო. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება.
