ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იორდანიის მაღალრეიტინგულ ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იორდანიის მაღალრეიტინგულ ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს. მედიის წარმომადგენლები საქართველოში ტურიზმის შესახებ სატელევიზიო გადაცემებს მოამზადებენ, რომლებიც საქართველოს კურორტებს, კულტურასა და სამზარეულოს დაეთმობა. მათ სოციალურ ქსელებში 17 მილიონამდე გამომწერი ჰყავთ და ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიასაშუალებაა.
