საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია მიმდინარეობს და 18:00 საათზე დასრულდება
საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია მიმდინარეობს და 18:00 საათზე დასრულდება. მასწავლებლობის მსურველებს საშუალება ექნებათ ჩააბარონ საგნის, სპეციალური უფროსი მასწავლებლის და პროფესიული უნარების გამოცდა, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად. წელს პირველად არაქართულენოვან მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ ჩააბარონ მშობლიური ენის გამოცდა. რაც შეეხებათ აბიტურიენტებს, მათაც დღეს 18 საათამდე შეუძლიათ საგამოცდო საგნის წაშლა ან დამატება, ასევე, სურვილის შემთხვევაში გამოცდის ენის შეცვლა.
