დედაენის დღესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა განცხადება გამოაქვეყნა
დედაენის დღესთან დაკავშირებით განცხადება პრემიერ მინისტრმა გამოაქვეყნა. ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ ჩვენი ერისთვის ენა ის ღირებულებაა, რომელსაც ყოველთვის უკომპრომისოდ იცავდა. პრემიერი აღნიშნავს, რომ მთავრობის დამტკიცებული სახელმწიფო ენის ათწლიანი პროგრამა ხელს შეუწყობს, როგორც ქართული და აფხაზური ენების კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციების უკეთ შესრულებას, ისე ქართველური ენების დაცვას, კვლევასა და ენობრივი ტექნოლოგიების განვითარებას.
