იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტიდან ორი დელეგაცია გაემგზავრება, "ლელო" ორივე შემადგენლობაში ყოფნას გეგმავს
"ლელომ" ყველას დაასწრო. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტიდან ორი დელეგაცია გაემგზავრება, "ლელო" ორივე შემადგენლობაში ყოფნას გეგმავს. რას იზამს ნაციონალური მოძრაობა, ჯერ უცნობია. პარტია პოზიციებს ყოველდღიურად ცვლის. პარალელურად, სოციალურ ქსელში ახალი კამპანია დაიწყო და ოპოზიცია კოლეგებს აბულინგებს. წერენ, რომ ქართულ ოცნებასთან ერთად უკრაინაში ოპოზიცია არ უნდა წავიდეს, რადგან ეს შეურაცხმყოფელია.
