"ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო ოპოზიციას ყველა არგუმენტი გამოაცალა
ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო ოპოზიციას ყველა არგუმენტი გამოაცალა. დელეგაციის შემადგენლობაში ოპოზიციონერთა რაოდენობაზე დავა მალევე დასრულდა. გადაწყვეტილება ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ გადაცემა იმედი ლაივში გაახმოვანა. თქვა, რომ ოპოზიციის არგუმენტები უხერხულ, მეორეხარისხოვან საკითხამდე დავიდა. შესაბამისად, დელეგაციაში ყველა პოლიტიკურ ჯგუფს საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება, ხოლო თავად ქართული ოცნება, უხერხულობის თავიდან ასარიდებლად, წევრების რაოდენობას არ გაზრდის. მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ საკითხის გადაწყვეტამდე თემაზე ირაკლი კობახიძესთან და შალვა პაპუაშვილთან ერთად იმსჯელა. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადების შემდეგ გადაცემა იმედი ლაივში ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ საკითხი ამოწურულია, ქართულმა ოცნებამ სწორი სვლა გააკეთა და ის უკრაინაში პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციასთან ერთად წავა.
