განრიდებისა და მედიაციის პროგრამა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა განრიდება-მედიაციის პროგრამის შედეგების შემაჯამებელ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო. ირაკლი შოთაძემ კონფერენციის მონაწილეებს, მისასალმებელი სიტყცვით მიმართა. მან, პროგრამის წარმატებაზე და განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. შოთაძის თქმით, საამაყოა ის შედეგები რაც პროგრამის არსებობის მანძილზე იქნა მიღწეული და ეს პროფესიონალი ადამიანების თავდაუზოგავმა შრომამ, არასრულწლოვნებზე ყოველდღიურმა ზრუნვამ და სწორმა მიდგომებმა განაპირობა.
