საპარლამენტო დელეგაციას, რომელიც თბილისიდან კიევში გაემგზავრება, პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს
შალვა პაპუაშვილმა რუსლან სტეფანჩუკთან ონლაინ შეხვედრა გამართა. განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული აგრესია და მისი ტრაგიკული შედეგები. „რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის, აგრეთვე, საქართველოში მყოფი უკრაინელებისადმი გამოჩენილი მზრუნველობისა და ყურადღებისთვის.
